ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ პოლონელი მეკარე მარჩინ ბულკა დაიმატა. პარიზელების ვებგვერდის ცნობით, მხარეებს შორის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
პოლონელი კარის დარაჯი პსჟ-ს ლონდონის „ჩელსიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
19 წლის ბულკა „ჩელსის“ აკადემიაში 2016 წლიდან ირიცხებოდა, მაგრამ მთავარ გუნდში არასდროს უთამაშია. გასულ სეზონში ახალგაზრდულ გუნდში მხოლდო 5 თამაში ჩაატარა და კარი მშრალად ერთხელ შეინახა.