ძიუდო

21:43 | 5.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალაშვილის ბრინჯაო უნივერსიადაზე

ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) იტალიის ქალაქ ნეაპოლში მიმდინარე საზაფხულო უნივერსიადაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

გრიგალაშვილი მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში რუს აბას აზიზოვს უნდა შეხვედროდა, თუმცა, მეტოქე ტრავმის გამო ტატამზე ვერ გავიდა და ტატოს გამარჯვება უბრძოლველად ერგო.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, გრიგალაშვილმა ესტონელი ასლანბეგ მაგომედკერიმოვი, ბრაზილიელი გილერმე შმიდტი და უზბეკი სუხრობ ტურსუნოვი დაჯაბნა, ნახევარფინალში კი მოლდოველ დორინ გოტონოაგასთან დამარცხდა.
დღესვე, უმედლოდ დარჩა ბექა უდესიანი (73 კგ.), ხვალ კი, უნივერსიადაზე ძალებს გიორგი თუთაშვილი (66 კგ.) სცდის, რომელიც ბრძოლაში პირდაპირ მე-2 ცდიდან ჩაებმება.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ.) მოიპოვა.

0.117545