კოპა ამერიკაზე წარუმატებლობისა და ზოგადად, მორიგი ფიასკოს შემდეგ არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია „ალბისელესტეში“ მთავარი მწვრთნელის შეცვლას გეგმავს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ლიონელ სკალონის პოსტი შერყეულია და არგენტინელები შესაძლო მემკვიდრეების შესახებ მსჯელობენ.
ყველზე რეალური კანდიდატურა და კი, რიკარდო გარეკა გახლავთ. 61 წლის არგენტინელი სპეციალისტი ბოლო დროს ძალზე წარმატებით მუშაობს პერუს ნაკრებში და როგორც ჩანს, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაში იდეალურ ვარიანტად ესახებათ.
გარეკა პერუს ნაკრებს 2015 წლიდან წვრთნის და წარმატებებსაც მიაღწია. პერუს ნაკრები ჯერ მუნდიალის ფინალურ ეტაპზე (36-წლიანი პაუზის შემდეგ) და ახლა მიმდინარე კოპა ამერიკის ფინალში გაიყვანა (1975 წლის შემდეგ პირველად). მანამდე გარეკას არაერთ გუნდში უმუშავია, ძირითადად კი სამშობლოში.