ჩოგბურთი

18:50 | 4.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ უიმბლდონზე პირველი წრე დასძლია

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ უიმბლდონის 2019 წლის გათამაშებაში წარმატებული სტარტი აიღო.

ოქსანასა და ჩინელ ქსინიუნ ჰანს პირველ წრეში ავსტრალიელ დარია გავრილოვასთანა და ჩინელ ქიან ვანგთან უნდა ეთამაშათ, თუმცა, ქართველსა და ჩინელს მეტოქეები ბოლო წამს შეეცვალათ.
დღეს, კალაშნიკოვა და ჰანი ამერიკელ მედისონ ბრენგლესა და ახალზელანდიელ ერინ რუტლიფს გაეჯიბრნენ და 4:6, 7:5, 6:1 იმარჯვეს.
თუ ვინ იქნებიან ქართულ-ჩინური წყვილის მომდევნო მეტოქეები, მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც რუსი კასატკინა და ესტონელი კონტავეიტი რუმინელებს – ბეგუსა და ნიკულესკუს დაუპირისპირდებიან.

0.169665