ფეხბურთი

17:14 | 4.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: როდრი "სიტის" ფეხბურთელია

მადრიდის „ატლეტიკოს“ აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი როდრი ერნანდესი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს. ამის შესახებ „ქალაქელების“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

23 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა და 14-ნომრიანი მაისური მოირგო.

„სიტის“ ესპანელი ნახევარმცველის ტრანსფერი 70 მილიონი ევრო დაუჯდა. აღსანიშნავია, რომ როდრი ერთი წლის წინ „ატლეტიკოში“ „ვილიარეალიდან“ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მადრიდში გატარებულ ერთადერთ სეზონში პირინელმა „როხიბლანკოს“ ღირსება 47-ჯერ დაიცვა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

0.117054