ვეტერანი იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი "იუვენტუსში" დაბრუნდა. 41 წლის მეკარე დღეს ტურინში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაირაა. კონტრაქტი კი მხარეებს შორის ოფიციალურად დღეს გაფორმდება.
ბუფონი "იუვესთან" 1-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და გასამრჯელოს სახით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს. მოგეხსენებათ, ბუფონმა გასული სეზონი პსჟ-ში გაატარა.
"იუვენტუსში" კი 2001-2018 წლებში თამაშობდა და გუნდის ღირსება 656-ჯერ დიცვა და ისტორიაში ალესანდრო დელ პიეროს შემდეგ ტურინელტა ყველაზე სტაჟიანი ფეხბურთელია.