ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი, ვილიანი, ტრავმის გამო კოპა ამერიკის ფინალში, პერუს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. არგენტინასთან ნახევარფინალურ მატჩში (2:0), ვილიანი მინდორზე 46-ე წუთზე გამოჩნდა. თამაშის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ბარძაყი დაიზიანა.
AFP-ს ცნობით, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციაში თქვეს, რომ ვილიანმა შეხვედრის მიმდინარეობისას ფეხში ტკივილი იგრძნო. სამედიცინო შემოწმების შემდეგ კი კუნთის დაჭიმულობა დაუდგინეს.
შეგახსენებთ, რომ ვილიანი კოპა ამერიკაზე მას შემდეგ მოხვდა, რაც ნეიმარი დაშავდა.
7 ივლისს, „მარაკანაზე,“ კოპა ამერიკის ფინალში, ბრაზილია პერუს შეხვდება.