ჭადრაკი

19:55 | 3.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხომერიკის მორიგი წარმატება

ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა თანატოლებს შორის ნინო ხომერიკმა (2393) მორიგი საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

თურქეთში გამართულ შეჯიბრზე (MENTEŞE WGM CHESS TOURNAMENT) გამარჯვების შემდეგ, სადაც ნინომ 10-ვე (!) პარტია მოიგო, ქართველი მოჭადრაკე აშშ-ში გაემგზავრა და ფილადელფიაში ტრადიციულ ტურნირში (World Open 2019-Women’s Championship) მიიღო მონაწილეობა.

ხომერიკმა ხუთ ტურში 5 გამარჯვება იზეიმა და პირველობა არავის დაუთმო, რისთვისაც საპრიზო ფონდიდან 833 დოლარი მიიღო.
4.0 ქულით მეორე-მეოთხე ადგილები მეგან ლიმ (2263), ქართველმა ინგა ხურცილავამა (2250) და ბადამხანდ ნოროვსამბურუმ (2047) გაინაწილეს და 208-208 დოლარი მიიღეს.
ფილადელფიურ ტურნირზე კიდევ 1 ქართველი მოჭადრაკე ნინო მელაშვილი (2218) ირჯებოდა, რომელმაც 3.0 ქულა მოაგროვა და მეხუთე-მეთორმეტე პოზიციები გაიყო.

0.117961