ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ გერმანულ შტუტგარტ-ვაიჰინგენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) კვალიფიკაცია წარმატებით გაიარა, ძირითად ბადეში კი მარცხი განიცადა.
დღეს, სოფო მე-8 ნომრად განთესილ პოლონელ მაია ხვალინსკას გაეჯიბრა და 1:6, 3:6 დამარცხდა. ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა თანრიგში არ თამაშობდა.