ჯანლუიჯი ბუფონისა და ტურინის „იუვენტუსის“ ისტორია გაგრძელდება. Sky Sport-ის ინფორმაციით, ლეგენდარული მეკარე ხვალ დილით ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ბუფონი „ბებერ ქალბატონს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაუბრუნდება და 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ამოწურვის შემდეგ კლუბის სტრუქტურაში დაიკავებს ერთ-ერთ პოსტს. ცნობილია ჯიჯის გასამრჯელოც - 1.5 მილიონი ევრო.
შეგახსენებთ, ბუფონი „იუვენტუსში“ 2001-2018 წლებში თამაშობდა და 656 მატჩიც ჩაატარა.
გასული სეზონი კი ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ დაჰყო, რომლის ღირსება 25-ჯერ დაიცვა.