რაფაელ ნადალმა უიმბლდონის პირველ წრეში იუიტი სუგიტა მარტივად 6:3, 6:1, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა.
პირველივე გეიმში იაპონელმა ბრეიკი შეასრულა ეს იყო და ეს რაც აზიელმა მოახერხა.
რაფაელ ნადალმა 11 ეისი ჩააწოდა, რაც იშვიათი შემთხვევაა. რაფამ 15-დან 6 ბრეიკი შეასრულა.
მომდევნო ეტაპზე ნადალის მეტოქე ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი იქნება. ურთიერთშეხვედრებში კირგიოსი 4:3-ს იგებს. შეხვედრა 4 ივლისს არის ჩანიშნული.