ფეხბურთი

20:30 | 2.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე: "წლების შემდეგ ეს დღეც დადგა, მადლობა ყველაფრისთვის"

„ეს მომენტიც დადგა, მაგრამ ეს ფეხბურთია“ - ლევან მჭედლიძე „ემპოლის“ სპეციალური წერილით დაემშვიდობა, რომელიც ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

„არ ვიცი საიდან დავიწყო ან როგორ დავასრულო. წლების შემდეგ ეს მომენტიც დადგა... ეს ფეხბურთია. მადლობა ემპოლის ოჯახს ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ... ყოველთვის ჩემს გულში დარჩებით. განსაკუთრებით, თქვენ ემპოლელებო, რომლებიც ჩემთან ყოველთვის ახლოს იყავით, ჩემი ცხოვრების რთულ მომენტებში. მადლობა „ემპოლი“, - დაწერა მჭედლიძემ.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძე „ემპოლიში“ 2010 წლიდან თამაშობდა და 163 მატჩში 20 გოლი გაიტანა. 29 წლის ქართველი თავდამსხმელი თავისუფალი აგენტია და სად გააგრძელებს კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.

0.134993