„პორტუს“ ლეგენდარული მეკარე იკერ კასილიასი საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ესპანელმა გულის შეტევა გადაიტანა.
ზუსტად 2 თვის წინ, 1-ელ მაისს იკერმა გულის ოპერაცია გაიკეთა და ბევრი ვარაუდობდა, რომ მისი კარიერა დასრულებული იყო. თუმცა, კასილიასი აგრძელებს ფეხბურთის თამაშს და დღევს პირველად ივარჯიშა.
ამის შესახებ „პორტუს“ კარის დარაჯმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ვუბრუნდებით სამსახურს. პირველი დღე“, - წერს იკერი ტვიტერში.