სხვა

23:15 | 1.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილებები მოფარიკავეთა რეიტინგში

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) ზონალური ჩემპიონატების დასრულების შემდეგ, 2018/19 წლების რეიტინგი განაახლა.

მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ქართველი მოფარიკავეებისათვის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. ხმალში კაცთა შორის, ერთი პოზიციით დაიწია და მე-13 ადგილზეა სანდრო ბაზაძე, თუმცა მის წინ მყოფ ტუნისელ ფარეს ფერჯანისთან თანაბარი ქულა აქვს. 47-ე ადგილი შეინარჩუნა მიხეილ მარდალეიშვილმა, ბექა ბაზაძემ 2 პოზიციით დაიხია უკან და 68-ეა, ყველაზე მეტად კი მდგომარეობა ნიკა შენგელიამ გაიუარესა, რომელიც 47 საფეხურით დაქვეითდა და 134-ე ადგილზეა. რეიტინგში კიდევ ორი ქართველია: 161. ვაჟა რეჭია, 255. საბა სულამანიძე.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები კვლავ მე-11 ადგილზეა.

ხმალში ქალთა შორის რეიტინგში მყოფ სამივე სპორტსმენს წინსვლა აქვს, თეოდორა კახიანმა 14, ლიკა ჯიჯეიშვილმა 24 ადგილით აინაცვლა და შესაბამისად 89-ე და 96 ადგილებზე არიან. დარია ანტონოვა 214-ეა.
კაცებში რაპირაში, ლუკა ღაღანიძე 131-ე, ლაშა გალუაშვილი კი 149-ე.
დაშნაში ქალთა შორის 169-ე ადგილზეა მაია გუჩმაზოვა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

თეგებიფარიკაობა
0.115733