ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა გერმანულ შტუტგარტ-ვაიჰინგენში იმყოფება და ძალებს საერთაშორისო ტურნირში სცდის, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.
შაფათავა კვალიფიკაციაში მე-2 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში “უაილდ ქარდის” მქონე გერმანელ ანტონია შმიდტს ეთამაშება.
წინასწარი ინფორმაციით, პორტუგალიურ კორუა-სექსაიში, ასევე 25-ათასიან ტურნირზე გაირჯება მარიამ ბოლქვაძე, რომელიც პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული.