"პარი სენ ჟერმენის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ადრიენ რაბიო კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს. 24 წლის ფრანგი დღეს ტურინში ჩავიდა და ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
შეთანხმების საფუძველზე რაბიო "იუვესთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 7 მილიონ ევროს მიიღებს. პსჟ კი ფეხბურთელის სანაცვლოდ თანხას ვერ მიიღებს, რადგან კონტრაქტი მხარეებს შორის ამოიწურა. ამრიგად, რაბიო "ბებერ ქალბატონს" თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება.
ადრიენ რაბიო პსჟ-ს ღირსებას 2012 წლიდან იცავდა და მცირე პერიოდით "ტულუზაში" იჯარით თამაშობდა. პარიზელთა რიგებში კი მოედანზე 227-ჯერ გავიდა და მეტოქეთა კარში 24 გოლის გატანა მოახერხა.