„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, ნეიმარი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, პარიზულ კლუბს არ დატოვებს - გვამცნობს Telefoot. ბრაზილიელი ვარსკვლავის გადაბირება, რომელიც ახლა ტრავმას იშუშებს, რამდენიმე კლუბს სურს. თავად კი „ბარსელონაში“ დაბრუნება ჩაუდია გულში, სადაც 2013-17 წლებში თამაშობდა.
ესპანური მედია აღნიშნავდა, თითქოს კატალონიური კლუბი წინააღმდეგი არ იყო ნეიმარის დაბრუნებისა, თუ ეს უკანასკნელი ბოდიშს მოიხდიდა პარიზულ კლუბში გადასვლის გამო. თითქოს პირადი ხუთწლიანი კონტრაქტიც შეათანხმეს მაგრამ...
ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ „ბარსელონადან“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. სატრანსფერო თანხამ სარეკორდო 222 მილიონი ევრო შეადგინა. გასული სეზონის უმეტესი ნაწილი ბრაზილიელს ტრავმების გამო გაუცდა.