ყაზახეთის პრემიერლიგის მე-16 ტურში ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის „ტობოლი“ „ჟეტისუს“ ესტუმრა და 32-ე წუთზე ფერნარდერ კასაის ერთადერთი გოლით დაამარცხა, რომელსაც ასისტენტობა კვეკვესკირმა გაუწია.
ჩვენებურმა კუთხური ჩააწოდა და კასაიმ ერთი შეხებით დალაშქრა მეტოქის კარი. აღნიშნულ მატჩში კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კვეკვესკირი მსაჯის კომპენსირებულ დროში შეცვალეს.
„ტობოლი“ 38 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „ასტანას“ 3 ქულით უსწრებს. თანაც, 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.