ძიუდო

18:50 | 30.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძიუდოისტები გუნდურ შეჯიბრში მედლის გარეშე დარჩნენ

საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ვარშავაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა.

ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდური შეჯიბრის საწყის რაუნდში პოლონეთს 4:0 სძლიეს, მეოთხედფინალში რუსეთთან ამავე ანგარიშით წააგეს, რეპეშაჟში იტალიას 4:3 მოუგეს, მე-3 ადგილისთვის შეხვედრა კი ჰოლანდიასთან დათმეს – 3:4.
ცნობისთვის, ნაკრები 3 ვაჟი და 3 გოგონა ძიუდოისტით იყო დაკომპლექტებული, გადამწყვეტი მე-7 შერკინება კი, წილისყრით გამოვლენილ წონაში ტარდებოდა.
ვთქვათ ისიც, რომ გოგონებმა ტურნირზე ვერცერთი ბრძოლა ვერ მოიგეს, ამ ფონზე კი, სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელიც გახლდათ.

0.125509