კოპა ამერიკის 1/4-ფინალში ურუგვაი პერუსთან პენალტების სერიაში 4:5 დამარცხდა. ერთადერთი 11-მეტრიანი ლუის სუარესმა ვერ გამოიყენა. "ბარსას" შემტევმა მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ურუგვაიმ დაუმსახურებლად წააგო.
"პენალტების სერიაში წავაგეთ, ეს უსამართლოა. ჩვენ უკეთესად ვთამაშობდით, ბევრი მომენთი შევქმენით, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. მსაჯმა სამი გოლი გაგვიუქმა, რამაც ჩვენზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა. ერთადერთი პენალტის გატანა მე ვერ მოვახერხე. რთული სიტუაციაა, მაგრამ ადრეც ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში. ასეთ დროს მხარდაჭერა გვჭირდება"- განაცხადა სუარესმა.