ფეხბურთი

1:20 | 30.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

უიღბლო სუარესი. პერუ კოპას ნახევარფინალშია

ურუგვაი პერუზე უკეთესი გუნდია, ამას ყველა აღიარებს. მაგრამ ერთია ქაღალდზე და მეორე - რეალობაში. პერუელთა ბრძოლისუნარიანობის ამბავი ყველამ ვიცით. ამჯერადაც ასე იყო. ურუგვაელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას. სამი გოლი გაიტანეს და სამივე გააუქმეს თამაშგარეს მიზეზით.

28-ე წუთზე ხიორხიან დე არაკაეტამ შეაგდო, მერე ედინსონ კავანიმ, ბოლოს კი ლუის სუარესმა. ბრაზილიელი არბიტრი ვილტონ სამპაიო ორჯერ ვიდეოარბიტრს დაეკითხა, ერთიც თავად გააუქმა.

პენალტების სერიაში კი უფრო იღბლიანები პერუელები აღმოჩდნენ. მათ ხუთივე თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყეს. ურუგვაელთაგან კი ლამის ყველაზე გამოცდილმა, ლუის სუარესმა ვერ გაიტანა და მერე ცხარე ცხრემლითაც ატირდა...

ნახევარფინალში, 3 ივლისს, არგენტინა ბრაზილიას შეხვდება, 4-ში, პერუ - ჩილეს.

სხვათა შორის, კოპა ამერიკის წლევანდელ მეოთხედფინალებში სამი შეხვედრა უგოლოდ დამთავრდა, რასაც მატჩისშემდგომი პენალტები მოჰყვა. მხოლოდ არგენტინამ შეძლო ვენესუელას ძირითად დროში დამარცხება (2:0).

ურუგვაი - პერუ 0:0 (4:5 პენ.)

სალვადორი. „ფონტე ნოვა.“

პენალტები: სუარესი 0:0 (მეკარე), გერერო 0:1, კავანი 1:1, რუიდიასი 1:2, სტუანი 2:2, იოტუნი 2:3, ბენტანკური 3:3, ადვინკულა 3:4, ტორეირა 4:4, ფლორესი 4:5

ურუგვაი: მუსლერა, გონსალესი, გოდინი, ხიმენესი, კასერესი, ბენტანკური, ვალვერდე (სტუანი 90+7), დე არასკაეტა, ნანდესი (ტორეირა 57), სუარესი, კავანი

მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი

პერუ: გალიესე, ადვინკულა, სამბრანო, აბრამი, ტრაუკო, ტაპია, იოტუნი, კარილიო (გონსალესი 75), კუევა (რუიდიასი 85), ფლორესი, გერერო

მწვრთნელი: რიკარდო გარეკა (არგენტინა)

მსაჯი: ვილტონ სამპაიო (ბრაზილია)

გაფრთხილება: გოდინი (33), ვალვერდე (70); სამბრანო (49), კუევა (63)

0.179205