ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი იაკობ ქაჯაია მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშების ფინალში გავიდა. 130 კგ წონით კატეგორიის ნახევარფინალში ჩვენებური ნორვეგიელ ოსკარ მარვიკს დაუპირისპირდა.
ქაჯაიამ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა - იაკობი 2:0 იგებდა, როდესაც მოწინააღმდეგე ბეჭებზე გააკრა და ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა. შედეგად, ფინალში ასპარეზობის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დელეგაციას მედალი გაუნაღდა. ახლა ისაა გასარკვევი, ოქროს იქნება თუ ვერცხლის.
ფინალში ქაჯაია 30 ივნისს, მასპინძელ კირილ ჰრიშჩანკას დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში რუს სერგეი სემენოვს 3:1 აჯობა. ფინალური შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება.
ხვალვე, ბრინჯაოსთვის იბრძოლებს რევაზ ნადარეიშვილი, რომელიც დამამშვიდებელ წრეში გააგრძელებს გამოსვლას და ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ეცდება.