ახალი სეზონისთის ემზადება ბელგიური „გენტი“, რომლის ღირსებას სამი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია და გიორგი ბერიძე იცავენ.
„გენტი“ ქვედალიგელ „მერელბეკეს“ დაუპირისპირდა და გამარჯვება არ გასჭირვებია - 6:1. ექვსიდან სამი გოლი ჩვენებურების აქტივშია. ქვილითაიამ ანგარიში გახსნა, ბერიძემ დუბლი გაიფორმა.
მოგეხსენებათ, გიორგი „გენტის“ საკუთრებაში იყო, მაგრამ იჯარით "ტრენჩინსა" და "უიპეშტში" ირჯებოდა. ახლა კი, ბელგიაში დაბრუნდა და საკმაოდ კარგ ფორმაშია.
რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ჯერ კვლავ ლაზარეთშია და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.