ჭიდაობა

19:38 | 28.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს და ბრინჯაოს შანსი მინსკიდან

საქართველოს ნაკრებს ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში ხვალ ორი მედლის მოპოვების შანსი ექნება. 67 კგ წონით კატეგორიაში ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა შმაგი ბოლქვაძემ, ხოლო 60 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალი წააგო დათო ჩხარტიშვილმა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა მოუწევს.

ბოლქვაძე ნახევარფინალში სომეხ კარენ ასლანიანს დაუპირისპირდა და შეხვედრა მისი უპირატესობით წარიმართა. ქართველ ფალავანს გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია და 5:0 იმარჯვა. ფინალში შმაგი ბოლქვაძე რუს ზაურ კაბალოევს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ჩხარტიშვილს, უნგრელ ერიკ ტორბასთან დრამატულ ბრძოლაში წააგო. მატჩის დასრულებამდე 32 წამით ადრე ქართველი მოჭიდავე 5:4 იგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში 2 ქულა მიიღო და 5:6 დამარცხდა.

ხსენებული წონით კატეგორიებში მედლები ხვალ, 29 ივნისს გათამაშედება, შეხვედრები კი თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება. შეგახსენებთ, საქართველოს მონაგარი მინსკში ამ დროისთვის 25 მედალს შეადგენს (6 ოქრო, 7 ვერცხლი და 12 ბრინჯაო).

0.139075