ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი კრისტოფ დიუგარი ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტან მატის დე ლიხტს აკრიტიკებს. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის განცხადებით, შეუძლებელია 19 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ და მხოლოდ ფულზე იფიქროს.
დიუგარი მიიჩნევს, რომ ეკონომიკურ საკითხებზე ფიქრი ჰოლანდიელს არ წაადგება.
„რომელი იდეა? რა ხდება შენს თავში? 12, 13, 14 თუ 15მილიონი ევრო? ამ ხელფასით რა შეიცვლება? გეყოლება ერთი მანქანით მეტი, 50 კვადრატით დიდი სახლი? თუ მას მხოლოდ ეკონომიკური არჩევანი აქვს, გავჩერდები, რადგან საშინელებააა. დე ლიხტი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ასეთი მენტალიტეტით პროგრესს ვერ გააგრძელებს, შეუძლებელია“, - თქვა დიუგარმა.
შეგახსენებთ, რომ გავლენიანი გამოცემების ვერსიით, დე ლიხტი სულ მალე ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდება და სეზონში 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.