ჰოლანდიურმა პსვ ეინდჰოვენმა „ლაიფციგიდან“ პორტუგალიელი შემტევი ბრუმა გაიფორმა. როგორც ჰოლანდიელთა ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ბრუმამ გასულ სეზონში „ხარების“ ღირსება 27 მატჩში ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.
24 წლის პორტუგალიელს სხვადასხვა დროს „გალათასარაის“, „გაზიანთეფსფორისა“ და „სოსიედადის“ ღირსება დაუცავს.