ფეხბურთი

1:30 | 28.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

რივალდო ნეიმარს: "მოიხადე ბოდიში და დაბრუნდი "ბარსელონაში"

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნებას ურჩევს. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონის განცხადებით, ნეიმარისთვის ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

„ვფიქრობ, რომ ნეიმარისთვის საუკეთესო გამოსავალი „ბარსელონას“ გულშემატკივრებისთვის ბოდიშის მოხდა და გუნდში დაბრუნებაა. ალბათ ეკონომიკურ დონეზე რაღაცას დაკარგავს, მაგრამ კვლავ ბედნიერი გახდება“, - თქვა რივალდომ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ბარსელონაში“ 2013-2017 წლებში თამაშობდა და პსჟ-ში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

0.117631