ფეხბურთი

23:29 | 27.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რუსთავის" მნიშვნელოვანი გამარჯვება

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოცე ტური რუსთავში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბისა და „ვიტ ჯორჯიას“ მატჩით დასრულდა.

მნიშვნელოვანი დაპირისპირება იყო, ორივე გუნდი გავარდნის რეალური კანდიდატები არიან და ამიტომაც, სამ ქულას საციცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ბრძოლაში გამარჯვებული კი ვარლმა კილასონიას გუნდი გამოდგა, რომელსაც ერთადერთი ზუსტად დარტყმა ეყო მიზნის მისაღწევად.

64-ე წუთზე საჯარიმოში დიდებულად გაისარჯა თემურ ჩოგაძე, რომელმაც ტექნიკურად იმოქმედა და ეფექტური გოლით მატჩის ბედი გადაწყვიტა.

ამ გამარჯვებით „რუსთავმა“ 4 ქულით გაასწრო ბოლო ადგილზე მყოფ „ვიტ ჯორჯიას“ და პლეი-აუტის ზონაში თავს იმკვიდრებს. „ვეტერინარები“ კი მეათე ადგილს თუ დავს ვერ დააღწევენ, ქვედა ლიგაში დაბრუნება გარდაუვალი იქნება.

„რუსთავი“ – „ვიტ ჯორჯია“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჩოგაძე (64)

0.11378