ფეხბურთი

19:57 | 27.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" ზედიზედ მეექვსე - საჩემპიონო რბოლა გამწვავდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეოცე ტურის შემდეგ ვითარება უკიდურესად დაიძაბა. „დინამო თბილისმა“ „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ დაკარგული ქულები დიდებულად შეიშნო და ლიდერთა დუეტთან ჩამორჩენა კინკილა ქულამდე შეამცირა.

ფელის ვისენტეს გუნდმა ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა და მორიგი სამი ქულა ბოლნისში, „სიონთან“ მოიპოვა. მატჩის გმირი ლევან შენგელია იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა, ერთიც ლევან კუტალიამ გაიტანა. არ უნდა დავივიწყოთ აკაკი შულაიას გარჯაც, რომელმაც ორი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

„დინამომ“ კი სამი ქულა ადვილად მოიპოვა და საჩემპიონო რბოლაში თამამად ჩაერთო. „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ 39-39 ქულა აქვთ, „დინამოს“ 38 და მთავარი ბრძოლები ცხადია, წინ გველის.

„სიონი“ – „დინამო თბილისი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 შენგელია (43), 0:2 შენგელია (70), 0:3 კუტალია (79)

0.11938