ჭიდაობა

16:05 | 27.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხინჩეგაშვილი ოქროსთვის იბრძოლებს, ოდიკაძე – ბრინჯაოსთვის

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე დღევანდელ ფინალურ ბლოკში ორი ქართველი ფალავანი იასპარეზებს.

ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი 65 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალშია და ოქროს მედლისათვის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს დაეჭიდება (19:50 საათიდან).
ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს შეხვდება (20:30 საათიდან). ელიზბარმა ფინალურ ბლოკში ასპარეზობა მას შემდეგ გაინაღდა, რაც დღეს დილით რეპეშაჟში პოლონელ რადოსლავ ბარანს 3:2 სძლია.

65 კგ.
ბრინჯაოსთვის
ახმედ ჩაკაევი (რუსეთი) – ანდრეი პერპელიცა (მოლდოვა)
ვალოდია ფრანგულიანი (სომხეთი) – გორ ოჰანესიანი (უკრაინა)

ფინალი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო) – ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი)

97 კგ.
ბრინჯაოსთვის
ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო) – მურაზ მჭედლიძე (უკრაინა)
მაგომედგაჯი ნუროვი (მაკედონია) – ალექსანდრ ჰუშტინი (ბელარუსი)

ფინალი
აბდულრაშიდ სადულევი (რუსეთი) – ნურმაგომედ გაჯიევი (აზერბაიჯანი)

0.120051