ფეხბურთი

15:30 | 27.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "დინამომ" ქავთარაძე დაიმატა

ქუთაისის „ტორპედოს“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ნოდარ ქავთარაძე კარიერას „დინამო თბილისში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ქავთარაძემ „დინმოსთან“ კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გააფორმა და ამიერიდან თბილისური გუნდის ღირსებას დაიცავს.

26 წლის ქავთარაძეს საქართველოში თბილისის „ლოკომოტივისა“ და გორის „დილას“ რიგებში უთამაშია, ხოლო მიმდინარე სეზონში „ტორპედოს“ მაისურით ჩატარებულ 20 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

0.116566