ფეხბურთი

15:10 | 27.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა

კატალონიის „ბარსელონამ“ ნორბერტო ნეტო გაიფორმა. როგორც კატალონური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ბრაზილიელ მეკარესტან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

„ბლაუგრანამ“ ნეტოს სანაცვლოდ 26 მილიონი ევრო გაიღო და სამხრეთ ამერიკელი მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დუბლიორი იქნება.

ნეტო ბოლო ორი სეზონის განმავლობაში „ვალენსიას“კარს იცავდა, ხოლო იქამდე „იუვენტუსსა“ და „ფიორენტინაში“ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ იასპერ სილესენი „ბარსელონადან“ „ვალენსიას“ რიგებში გადაბარგდა.

0.120864