ფეხბურთი

15:00 | 27.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

27 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას ეროვნული ლიგის ოთხი, ეროვნული ლიგა 2-ის ერთი, ლიგა 3-ის ერთი და ლიგა 4-ის ორი გუნდი იღებდა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: გარეჯი - თბილისი სითი; რუსთავი - ტორპედო; მერანი თბილისი - საბურთალო; მერანი მარტვილი - ლოკომოტივი.

დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები 25 სექტემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

www.gff.ge

0.122849