საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წარმომადგენლემა გივი მაჭარაშვილმა მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
125 კგ წონით კატეგორიის ფინალში ქართველი ფალავანი რუს ანზორ ხიზრიევს დაუპირისპირდა და 2:8 დამარცხდა. თუმცა, შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და ბოლო წამამდე გივი გამარჯვების შანსს ინარჩუნება, რადგან ანგარიში 2:3 იყო. თუმცა, ბოლო გარისკა და რუსმა 5 ქულა კონტრშეტევაზე მოიპოვა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპულ თამაშებზე საქართველოს მეორე მედალი მოუპოვეს. მაჭარაშვილამდე ავთანდილ კენჭაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ხვალ კი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალში იჭიდავებს.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს მონაგარი ამ ეტაპისთვის 22 მედალია - 6 ოქრო, 6 ვერცხლი და 10 ბრინჯაო.