ჭიდაობა

21:01 | 26.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ კენჭაძემ ევროპულ თამაშებზე საქართველოს 21-ე მედალი მოუტანა!

ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ მორიგი მედალი მოიპოვა. მინსკში ქართველთა ყულაბას ბრინჯაოს მედალი ავთანდილ კენჭაძემ შესძინა, რომელმაც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 74 კგ წონით კატეგორიაში საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

მედლისთვის ბრძოლაში კენჭაძემ ბელარუსი აზამატ ნურიკაუ დაამარცხა (8:5) და კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო.

აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხანში მძიმე წონაში ფინალში იჭიდავებს გივი მაჭარაშვილი, ხოლო ხვალ ასევე ოქროს მედლისთვის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იბრძოლებს.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე 21 მედალი აქვს მოპოვებული - 6 ოქრო, 5 ვერცხლი და 10 ბრინჯაო.

0.119557