ფეხბურთი

20:16 | 26.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურამ" წარუმატებელი სერია დაასრულა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოცე ტურში საჩხერის „ჩიხურამ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

სოსო ფრუიძის გუნდმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და სოლიდური უპირატესობა მალევე მოიპოვა. ანგარიში „დილას“ მეკარის შეცდომით გიოგი ფანცულაიამ გახსნა, ხოლო 22-ე წუთზე ბესო დეკანოიძემ სხვაობა გააორმაგა.

„დილამ“ თამაშში დაბრუნება პირველივე ტაიმში შეძლო ალვინ ფორტესის გოლით და ქულის მოპოვების შანსს 75-ე წუთამდე ინარჩუნებდა, მაგრამ თამაშის დასკვინით ნაწილი ბიძინა მახარობლიძის ბენეფისად იქცა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1. უნდა ითქვას, რომ იმერულმა გუნდმა 4-მატჩიანი მოუგებელ სერიასაც დაუსვა წერტილი.

„ჩიხურამ“ ამ გამარჯვებით 26 ქულა დააგროვა და მე-6 პოზიციას იკავებს, ხოლო „დილას“ 4 ქულით ნაკლები აქვს და მეშვიდეა.

„ჩიხურა“ – „დილა“ 4:1 (2:1)

გოლები: 1:0 ფანცულაია (8), 2:0 დეკანოიძე (22), 2:1 ფორტესი (44), 3:1 მახარობლიძე (75), 4:1 მახარობლიძე (87)

0.12153