ფეხბურთი

18:05 | 26.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ სილვამ "მანჩესტერ სიტიდან" წასვლა გადაწყვიტა

დავიდ სილვამ „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლა დააანონსა. ესპანელი ფეხბურთელის განცხადებით 2019-2020 წლების სეზონი ინგლისური გუნდის რიგებში მისთვის ბოლო იქნება და დამდეგ ზაფხულს კლუბს შეიცვლის.

„ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება „მანჩესტერ სიტიში“. ჩემთვის 10 წელი საკმარისია და ვფიქრობ, რომ იდეალური მომენტია ცვლილებისთვის. თავდაპირველად კლუბს ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურდა, მაგრამ მე ვამჯობინე, რომ ერთი სეზონით დავრჩენილიყავი. ასე, რომ ეს ციკლი ზუსტად 10 წლის თავზე დასრულდება.

მომავალი? „ლას პალმასში“ კარიერას სიამოვნებით დავასრულებდი, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ვიცი“, - თქვა სილვამ.

დავიდ სილვა „მანჩესტერ სიტის“ 2010 წლის ზაფხულში „ვალენსიადან“ შეუერთდა და დღემდე ჩატარებულ 395 მატჩში 70 გოლი გაიტანა. მისი კარიერა კი „ვალენსიას“ აკადემიაში დაიწყო, გარდა ამისა, იჯარით „ეიბარსა“ და ვიგოს „სელტაშიც“ უთამაშია.

0.104482