მიუნხენის „ბაიერნის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, არიენ რობენმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პსვ-სგან წინადადება მიიღო, თუმცა ამავდროულად კარიერის დასრულებაზეც ფიქრობს.
„ვიცი, რომ პსვ-ს მთავარმა მწვრთნელმა, მარკ ვან ბომელმა, კარი გამიღო. მასთან კონტაქტი არასოდეს დამიკარგავს. თუმცა, ჯერ არ გადამიწყვეტია, გავაგრძელებ თუ არა კარიერას.“ - უთხრა რობენმა Voetbal Primeur-ს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 35 წლის რობენს კვლავ ტრავმა აწუხებს.
„ბაიერნთან“ რობენის კონტრაქტს ვადა 30 ივნისს ეწურება და მხარეებმა გადაწყვიტეს ხელშეკრულება აღარ გააგრძელონ.
შეგახსენებთ, რომ 2002-04 წლებში რობენი უკვე თამაშობდა პსვ ეინდჰოვენში.