საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ეკო გორგოძემ უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში უნგრელი ანა ბონდარი 7:6, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 49 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში ეკო 3:5-ს აგებდა, თუმცა გორგოძემ მოახერხა და ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც ქართველმა 7:5 იმარჯვა. მეორე პარტიაში გორგოძე 5:2-ს იგებდა, თუმცა უნგრელმა სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ეკომ 7:4 მოიგო.
შემდეგ ეტაპზე გორგოძის მეტოქე, 28 წლის მსოფლიო რეიტინგის 104-ე ნომერი, ჰოლანდიელი არანჩა რუსია იქნება.