ფეხბურთი

11:37 | 25.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონტეს „ინტერში“ დანი ალვეშის ხილვა სურს

ბრაზილიის ნაკრების მცველი, დანი ალვეში, რომელიც რამდენიმე დღეში თავისუფალი აგენტი გახდება, შესაძლოა, იტალიაში აღმოჩნდეს. Football Italia-ს ცნობით, 36 წლის ალვეში „ინტერის“ ახლადდანიშნული მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ინტერესის სფეროში მოხვედრილა. სპეციალისტი ალვეშს იდეაურ ვარიანტად მოიაზრებს მარჯვენა ფრთაზე თავის საყვარელ 3-5-2 ტაქტიკურ სქემაში.

შეგახსენებთ, რომ ალვეშს იტალიაში ადრეც უთამაშია. 2016-17 წლების სეზონში მან „იუვენტუსთან“ ერთად სკუდეტო მოიგო.

ალვეშის კონტრაქტს „პარი სენ-ჟერმეთან“ ვადა ივნისის ბოლოს ეწურება და ის ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებს. წინა დღეებში ვრცელდებოდა ხმები, თითქოს ვეტერანი ბრაზილიელი „ბარსელონაში“ დაბრუნებას აპირებდა. მაგრამ ბოლო ინფორმაციით, კატალონიური კლუბი არ არის ალვეშით დაინტერესებული.

0.113386