ჩოგბურთი

16:22 | 3.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიამ ფინალის საგზური ვერ მოიპოვა

სოფო ქვაცაბაია ყაზახეთში მიმდინარე შიმკენტის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) ფინალს მიღმა დარჩა.

მე-3 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი ნახევარფინალში პირველი რეიტინგის მქონე რუს მარგარიტა ლაზარევას გაეჯიბრა და მართალია, პირველ სეტში იმარჯვა, საბოლოოდ, 7:5, 2:6, 3:6 დამარცხდა.

ფინალში ლაზარევას მეტოქე მისივე თანამემამულე ანასტასია რუდაკოვა იქნება. ეს უკანასკნელი კსენია პალკინას 6:2, 3:1-ს უგებდა, როდესაც ყირგიზმა თამაში ვეღარ გააგრძელა.

0.116646