ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრები შესანიშნავად ასპარეზობს ოთხი საშეჯიბრო დღის შემდეგ მესამე ადგილზეა. ქართულმა დელეგაციამ თავდაპირველად 10 მედალი მოიპოვა, შემდეგ 6, ხოლო დღეს ხსენებულ მონაგარს 4 მედალი შეემატა - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
მთლიანობაში საქართველოს ნაკრების აქტივში 20 მედალია (6 ოქრო, 5 ვერცხლი, 9 ბრინჯაო) და ხსენებული შედეგით გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილს ინარჩუნებს. ჩამორჩება რა, რუსეთსა და მასპინძელ ბელარუსს.
ყველაზე წარმატებული სამბისტთა ასპარეზობა გამოდგა, რომლებმაც ევროპულ თამაშებზე გამოსვლა 11 მედლით დაასრულეს (4 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო)!
ოქროს მედალი - ბექა ბერძენიშვილი, ლევან ნახუცრიშვილი, დავით ლორიაშვილი, ვახტანგ ჩიდრაშვილი
ვერცხლის მედალი - მინდია ლილუაშვილი, ელენე ქებაძე, ნინო ოძელაშვილი
ბრინჯაოს მედალი - ბესარიონ ბერულავა, გივი ნადარეიშვილი, გენადი ჩირგაძე, პაატა ჭვინიაშვილი
გარდა ამისა, საქართველოს ყულაბას 7 მედალი ძიუდოისტებმაც შემატეს: 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
ოქროს მედალი - ლუხუმ ჩხვიმიანი, გურამ თუშიშვილი
ვერცხლის მედალი - ვარლამ ლიპარტელიანი
ბრინჯაოს მედალი - ლუკა მაისურაძე, ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი.
ბატუტზე ინდივიდუალური ხტომა
ვერცხლის მედალი - ლუბა გოლოვინა
ტყვიის სროლა 50-მეტრიან დისტანციაზე წყვილთა შეჯიბრი
ბრინჯაოს მედალი - ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭარავიანი