ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე, ხვალ, ასპარეზობაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან. ისინი 25-27 ივნისს იასპარეზებენ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კი 28-30 ივნისს გამოვა. ორივე სტილში მედლები 6-6 წონით კატეგორიაში გათამაშდება.
25-26 ივნისი
ლაშა ლომთაძე (57 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), სანდრო ამინაშვილი (86 კგ.) და გივი მაჭარაშვილი (125 კგ.)
26-27 ივნისი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.)
შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.