ნინო სალუქვაძის და ცოტნე მაჭავარიანის მორიგი ისტორიული მიღწევის შესახებ უკვე იცით: მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე 50-მეტრიან დისტანციაზე მათ ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. შეჯიბრების დასრულებისას მათ შემდეგი კომენტარი გააკეთეს.
ცოტნე მაჭავარიანი: ძალიან რთული ტურნირი იყო, არ გახლდათ მარტივი მედალოსნებში მოხვედრა. წინა ევროპულ თამაშებზე ცუდად გამოვედით, ახლა კი მესამე ადგილზე გავედით. სირთულეების მიუხედავად, ძალიან კარგად ისროლა ნინო სალუქვაძემ, მე კი ბოლო გასროლა გავაფუჭე, 7-იანი მქონდა, თორემ შეიძლებოდა, ვერცხლის მედალიც მოგვეპოვებინა. თუმცა მაინც კმაყოფილები ვართ, რადგან შრომა დაგვიფასდა.
ნინო სალუქვაძე: ეს ვაჟების დისციპლინაა, მას ქალები არ ისვრიან, მაგრამ ყოფილი საბჭოთა კავშირის დრის ვვარჯიშობდი აქ, რამაც ახლა გაამართლა. გამოვედით ისეთ დისტანციაზე - 50-ზე მეტრზე, რომლის ბაზაც საქართველოში არ გვაქვს, თუმცა მაინც მოვიპოვეთ მედალი და რომ გვქონდეს პირობები, მაშინ ვინ მოგვედრებოდა წარმატებებით. ეს მედალი ძალიან ლამაზია და მძიმე, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე მასთან მისვლა იყო. საბჭოთა კავშირის შემდეგ ამ დისციპლინაში არც მივარჯიშია, არც იარაღი მივარგოდა, მაგრამ აქ შეჯიბრებისას უცხოელმა მეგობრებმა შემიკეთეს".
საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური