23 წლის ავსტრალიელი, ყოფილი კრიკეტის მოთამაშე ეშლი ბარტი საჩოგბურთო რეიტინგს დღეს სათავეში ჩაუდგა. ბარტიმ ჯერ საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო, ახლა კი ბირმინგების ტურნირის ფინალში ჟულია გეორგესს 6:3, 7:5 მოუგო. ამ გამარჯვებით ბარტიმ ნაომი ოსაკას გადაასწრო და პირველად რეიტინგის სათავეში მოექცა.
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე 150-ე პოზიციაზეა.
- ეშლი ბარტი - 6540
- ნაომი ოსაკა - 6377
- კაროლინა პლისკოვა - 5685
- კიკი ბერტენსი - 5425
- ანგელიკა კერბერი - 4685
- პეტრა კვიტოვა - 4555
- სიმონა ჰალეპი - 3963
- ელინა სვიტოლინა - 3868
- სლოან სტივენსი - 3682
- არინა საბალენკა - 3565
.. 150. ეკატერინე გორგოძე - 392