არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ლიონელ სკალონი კოპა ამერიკის ისტორიაში შევიდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში არგენტინისა და ყატარის (2:0) დაპირისპირების დროს „ალბისელესტეს“ თავკაცმა ყვითელი ბარათი მიიღო.
როგორც აღმოჩნდა, ტურნირის ისტორიაში სკალონი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელიც გააფრთხილეს.
შეგახსენებთ, არგენტინამ კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა.