„ბარსელონას“ ლეგენდამ, ჩავიმ, რომელიც ამჟამად ყატარულ „ალ სადს“ წვრთნის, კატალონიურ კლუბში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
„ბარსაში“ დაბრუნებაზე ვოცნებობ, მთავარი მწვრთნელის რანგში. ეს ჩემი მიზანია და არა აკვიატება.“ - ციტირებს ჩავის სიტყვებს El Mundo Deportivo.
ჩავი „ბარსელონას“ აღზრდილია. პირველ გუნდში 1998-2015 წლებში თამაშობდა და ჯამში, 769 მატჩში 85 გოლი გაიტანა, რაც საკლუბო რეკორდია ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით.
2015-ში ჩავიმ „ბარსელონა“ თვისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ყატარულ
„ალ სადში“ გადავიდა, რომელშიც წლევანდელ ზაფხულამდე თამაშობდა.