ფეხბურთი

0:16 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენმა“ „ბარსელონას“ ნეიმარის ტრანსფერზე უარი უთხრა

„ბარსელონა“ ვერ მოელაპარაკა „პარი სენ-ჟერმენს“ ნეიმარის ტრანსფერის თაობაზე - გვამცნობს TF1. წყაროს მტკიცებით, კატალონიურმა კლუბმა პარიზელებს ნეიმარის შესახებ ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა, მაგრამ უარი მიიღო. ახლა ყველაფერი თავად ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული.

ამბობენ, რომ ნეიმარს თავად ძალიან სურს „ბარსელონაში“ დაბრუნება.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ „ბარსელონადან“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა 222 მილიონ ევროდ. ამისდაკვალად, ის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

მის კონტრაქტს პარიზულ კლუბთან 2022 წლის 30 ივნისს გასდის ვადა.

0.12262