ძიუდო

19:37 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაისურაძე ევროპის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე (81 კგ.) ბელარუსის დედაქალა მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ლუკა კვარცხლბეკზე ასასვლელად იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს გაეჯიბრა, ვაზარიზე დასცა, შემდეგ შებოჭვაც მიაყოლა და იპონი დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ მაისურაძემ საწყის შეხვედრაში დამატებით დროში ფრანგ ოუმარ ალფა ჯალოს იპონით სძლია, შემდეგ პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძეს 2 ვაზარი აართვა, ხოლო მეოთხედფინალში ბრიტანელი სტუარტ მაკვოტი წუთნახევარში დააიპონა.
ფინალში გასასვლელად ლუკა ბელგიელი მატიას სასეს დაუპირისპირდა, რვაწუთიანი ურთულესი შერკინება გადაიტანა და იპონზე დაეცა.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტთა ტურნირის ბოლო დღეს, 23 ივნისს, ტატამზე კიდევ სამ ქართველს ვიხილავთ. ესენი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) არიან.

0.120753