ფეხბურთი

15:25 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიგაურმა "ტორპედო" დატოვა

ქუთაისის „ტორპედოს“ მერაბ გიგაური დატოვებს და კარიერას აზარბაიჯანულ „გაბალაში“ გააგრძელებს. 26 წლის ნახევარმცველი იმერული გუნდის შემადგებლობაში ბოლო მატჩს 25 ივნისს, ბათუმის „დინამოსთან“ ჩაატარებს.

აღნიშნულ ინფორმაციას „ტორპედოს“ ფეისბუქგვერდმა გაავრცელა. გიგაურმა ქუთაისური გუნდის შემადგენლობაში 171 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლის გატანა მოახერხა.

“ტორპედოსთან“ ერთად მან საქართველოს ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი თითოჯერ მოიგო.

0.116395